ტორნაზა დექსი 5გ თვ.მალამო

135568
-29%
მარაგშია
20.00 
14.30 
დანაზოგი: 5.70 ₾ (29%)
+
ფარმაკოლოგიური ჯგუფიანტიბიოტიკები ჯენერიკიTobramycinum+Dexamethasonum გაცემის ფორმაIII ჯგუფი ურეცეპტო
  • რას გთავაზობთ?
    • — ყველაზე დაბალი ფასები
    • უფასო მიწოდება თბილისში 100 ლარიდან
    • 25 ლარიდან უფასო მიწოდება შემდეგი ქალაქების ფარგლებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი
    • — მიკითხვა მთელ საქართველოში
20.00 
14.30 
დანაზოგი: 5.70 ₾ (29%)

ტორნაზა დექსი 3 მგ/გ + 1 მგ/გ თვალის მალამო

 

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერება: ტობრამიცინი და დექსამეტაზონი. ერთი გრამი მალამო შეიცავს 3 მგ ტობრამიცინს და 1 მგ დექსამეტაზონს.

დამხმარე ნივთიერებები: მეთილის პარაჰიდროქსიბენზოატი; პროპილის პარაჰიდროქსიბენზოატი; პარაფინი, თხევადი, პარაფინი, თეთრი რბილი.

გამოყენება

ტორნაზა დექსი კომბინირებული მედიკამენტია, რომელიც შეიცავს დექსამეტაზონს და ტობრამიცინს, განკუთვნილია თვალში გამოყენებისათვის.

დექსამეტაზონი კორტიკოსტეროიდია ძლიერი ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით. ტობრამიცინი ანტიბიოტიკია, რომელიც მიეკუთვნება ეგრეთ წოდებულ ამინოგლიკოზიდებს, რომლებთაც ახასიათებთ აქტივობა მთელი რიგი, მათ შორის, თვალის ინფექციების გამომწვევი მიკროორგანიზმების მიმართ. ის გამოიყენება თვალის ანთებითი პროცესის პროფილაქტიკის და მკურნალობისათვის, ასევე კატარაქტას ქირურგიული ოპერაციის შემდეგ მოსალოდნელი ინფექციის პრევენციისათვის უფროსებში და 2 წლის ასაკის და უფროს ბავშვებში.

უკუჩვენებები

ტორნაზა დექსის თვალის მალამო არ გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში:

  • ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) ტობრამიცინის და/ან დექსამეტაზონის მიმართ ან ამ მედიკამენტის შემადგენლობაში შემავალი ნებისმიერი დამხმარე ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილია შემადგენლობაში);
  • რქოვანას herpes simplex; ჩუტყვავილას აცრის შემდეგ; ჩუტყვავილას და სხვა რქოვანას და კონიუნქტივიტის ვირუსული დაავადებებისას;
  • თვალის ინფექციები გამოწვეული მიკობაქტერიებით (თვალის ტუბერკულოზი);
  • თვალის ინფექციები გამოწვეული თვალის სოკოთი ან აღინიშნება არანამკურნალევი თვალის პარაზიტული ინფექციები;
  • არანამკურნალევი თვალის ჩირქოვანი ინფექციებისას.

გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები

  • თუ გაწუხებთ დაავადება, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს თვალის რქოვანას ან სკლერას გათხელება, მაგალითად, რევმატოიდული ართრიტი, ფუქსის დისტროფია ან თუ თქვენ გაგიკეთდათ ბადურას ტრანსპლანტაცია. კორტიკოსტეროიდულმა საშუალებებმა შესაძლოა გამოიწვიოს რქოვანას და სკლერას გათხელება და პერფორაცია, და შესაძლოა, თვალის ჭრილობის დაგვიანებული შეხორცების მიზეზი გახდეს. ადგილობრივი გამოყენების  ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები (NSAIDs), როგორც ცნობილია ასევე ანელებენ ან აგვიანებენ შეხორცებას. თუ იყენებთ ადგილობრივ NSAIDs და კორტიკოსტეროიდებს ერთდროულად, შესაძლოა გაიზარდოს შეხორცების პოტენციალის პრობლემები.
  • თუ აღინიშნება ალერგიული რეაქციები ტორნაზა დექსის გამოყენებისას, უნდა შეწყვიტოთ მისი გამოყენება და მიმართოთ ექიმს კონსულტაციისათვის. ალერგიული რეაქციები შესაძლოა გამოვლინდეს სხვადასხვა ფორმით და ვარირებდეს სიმპტომებიდან, როგორიცაა ადგილობრივი ქავილი ან კანის სიწითლე რთულ ალერგიულ რეაქციებამდე (ანაფილაქსიური რეაქციები) ან კანის სერიოზული რეაქციები. ეს ალერგიული რეაქციები შესაძლოა გამოვლინდეს სხვა ადგილობრივი ან იმავე ჯგუფის (ამინოგლიკოზიდური ტიპის) სისტემური ანტიბიოტიკების გამოყენების დროსაც.
  • თუ აღინიშნება სიმპტომების გაუარესება ან უეცარი რეციდივი, უნდა მიმართოთ ექიმს. შესაძლოა თქვენ უფრო მგრძნობიარე ხართ თვალის ინფექციის მიმართ ამ პროდუქტის გამოყენებისას.
  • თუ გახასიათებთ დიაბეტი უნდა მიმართოთ ექიმს კონსულტაციისათვის. კორტიკოსტეროიდებით გამოწვეული თვალის შიდა  წნევის გაზრდის რისკი და/ან კატარაქტის განვითარების რისკი მაღალია დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში.
  • მიმართეთ ექიმს თუ აღინიშნება მხედველობის დაბიდნვა ან მხედველობის სხვა დარღვევები.
  • თუ ტორნაზა დექსთან ერთად იყენებთ სხვა ანტიბიოტიკებს, მათ შორის ორალურსაც, უნდა მიმართოთ ექიმს კონსულტაციისთვის.
  • თუ იღებთ ტორნაზა დექსს ხანგრძლივი დროის მანძილზე, შესაძლოა აღინიშნოს მომატებული მგრძნობელობა თვალის ინფექციის მიმართ, ასევე აღინიშნოს თვალის შიდა წნევის მომატება ან კატარაქტას განვითარება.
  • მიმართეთ ექიმს თუ აღინიშნება შეშუპება ან წონაში მატება წელის და სახის არეში, რომელიც ჩვეულებრივ კუშინგის სინდრომის პირველი ნიშნებია. თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციის სუპრესია შესაძლოა გამოვლინდეს ტორნაზა დექსის ხანგრძლივი ან ინტენსიური მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ. მიმართეთ ექიმს რჩევისთვის თუ გსურთ მკურნალობის თვითნებურად შეწყვეტა. არსებობს რისკის გამოვლენის საშიშროება, განსაკუთრებით ბავშვებში და პაციენტებში, რომლებიც მკურნალობას იტარებდნენ პრეპარატებით, როგორიცაა რიტონავირი ან კობიცისტატი.
  • თირკმელზედა ჯირკვლის სუპრესიის ნიშნები და სიმპტომები მოიცავს დაღლილობას, მსუბუქ თავბრუსხვევას წამოდგომისას ან წამოდგომის გაძნელებას, კუნთების სისუსტეს, ცხელებას, წონაში კლებას, შფოთს, ღებინებას, გულისრევას, დიარეას, თავის ტკივილებს, ოფლიანობას, ხასიათის ან პიროვნების ცვლილებებს და სახსრების და კუნთების ტკივილს.

თუ დანიშნული გაქვთ ტორნაზა დექსი, გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს კონსულტაციისათვის

  • უნდა შემოწმდეს თვალშიდა წნევა ხშირად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს 6 წლამდე ასაკის ბავშვებში, რომლებიც იღებენ დექსამეტაზონის შემცველ პროდუქტებს.
  • არ გამოიყენოთ ტორნაზა დექსი 2 წლამდე ასაკის ბავშვებში, რადგან ამ პროდუქტის უსაფრთხოება და ეფექტურობა ამ ასაკობრივ ჯგუფში არ არის გამოკვლეული.

სხვა მედიკამენტები და ტორნაზა დექსის თვალის მალამო

აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებთ, ცოტა ხნის წინ მიიღეთ  ან აპირებთ სხვა მედიკამენტების მიღებას.

განსაკუთრებით უნდა აცნობოთ ექიმს, თუ იღებთ ადგილობრივი გამოყენების ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ საშუალებებს.  თუ იღებთ ადგილობრივ სტეროიდებს ან ადგილობრივ ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ საშუალებებთან ერთად, შესაძლოა გაიზარდოს რქოვანას შეხორცების პრობლემები.

აცნობეთ ექიმს თუ იღებთ რიტონავირს ან კობიცისტატს, რადგან მათი გავლენით შესაძლოა გაიზარდოს სისხლში დექსამეტაზონის რაოდენობა.

თუ იღებთ ერთდროულად  თვალში შესაყვან სხვა მედიკამენტებს, მაშინ ამ პროდუქტების გამოყენებებს შორის ინტერვალი უნდა შეადგენდეს მინიმუმ 5 წუთს. თვალის მალამო უნდა წაისვათ ბოლოს. 

ორსულობა, ლაქტაცია და ფერტილობა

თუ ხართ ორსულად ან კვებავთ ჩვილს ძუძუთი, ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას, ამ მედიკამენტის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცვეტს. 

ტორნაზა დექსის გამოყენება რეკომენდებული არ არის ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში.

ავტომობილის მართვა და მექანიზმებთან მუშაობის უნარი

თუ ტორნაზა დექსის გამოყენების შემდეგ აღინიშნება მხედველობის დაბინდვა, არ უნდა მართოთ ავტომობილი ან მექანიზმები, სანამ არ აღდგება მხედველობა.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია კონტაქტური ლინზების ტარების შესახებ

კონტაქტური ლინზების ტარება არ არის რეკომენდებული თვალის ინფექციის ან ანთების მკურნალობის დროს.

თუ ატარებთ კონტაქტურ ლინზებს, უნდა მოიხსნათ ისინი ტორნაზა დექსის გამოყენებამდე და გაიკეთოთ პრეპარატის გამოყენებიდან 15 წუთის შემდეგ.

ტორნაზა დექსის თვალის მალამო შეიცავს მეთილის პარაჰიდროქსიბენზოატს და პროპილის პარაჰიდროქსიბენზოატს

სამედიცინო პროდუქტის ამ ინგრედიენტებმა შესაძლოა გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები (მოსალოდნელია დაგვიანებული სახისაც).

გამოყენების წესი

ეს მედიკამენტი ყოველთვის მიიღეთ  ექიმის ან ფარმაცევტის ზუსტი დანიშნულების მიხედვით. მიმართეთ ექიმს, თუ რაიმეში არ ხართ დარწმუნებული.

 რეკომენდებული დოზირება

ჩვეულებრივი რეკომენდებული დოზირება უფროსებში შეადგენს მალამოს მცირე რაოდენობას (დაახლოებით 1.5 სმ ზოლი) დაინფიცირებულ თვალ(ებ)ის კონიუნქტივის ტომარაში (ქვედა შიდა კუთხეში), სამჯერ ან ოთხჯერ დღეში.

მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება ექიმის მიერ.

არ შეიძლება 24 დღეზე მეტი ხნით გამოყენება.

ტორნაზა დექსის თვალის მალამოს გამოყენება შესაძლებელია 2 წლის და უფროსი ასაკის ბავშვებში იმავე დოზირებით, როგორც უფროსებში.

ტორნაზა დექსის თვალის მალამო გამოიყენება მხოლოდ საკუთარი თვალებისთვის.

მითითებები გამოყენების შესახებ

1. აიღეთ ტორნაზა დექსის თვალის მალამოს ტუბი და სარკე.

2. დაიბანეთ ხელები და მოხსენით თავსახური.

3. ცერა თითის და საჩვენებელი თითის მეშვეობით დაიკავეთ ტუბი.

4. გადახარეთ თავი უკან და ჩამოსწიეთ ქვედა ქუთუთო დაბლა. ეს წარმოქმნის ,,ჯიბეს“ თვალის ქუთუთოს და თვალს შორის. მალამოს რაოდენობა უნდა მოხვდეს ზუსტად ამ ადგილას (სურ. 1).

5. მიიტანეთ ტუბის წვერი თვალთან ახლოს. დაიხმარეთ სარკე საჭიროების შემთხვევაში.

6. შეეცადეთ არ მიადოთ ტუბის წვერი თვალს, თვალის ქუთუთოს ან სხვა ზედაპირს. ეს გამოიწვევს სამედიცინო პროდუქტის დაბინძურებას.

7. ფრთხილად დააწექით ტუბს და გამოუშვით ტორნაზა დექსის თვალის მალამოს ზოლი (სურ. 2).

8. ტორნაზა დექსის თვალის მალამოს თვალში მოთავსების შემდეგ დახურეთ ქუთუთო, დაახამხამეთ თვალი რამდენიმეჯერ, რათა დარწმუნდეთ, რომ მალამო ჩავიდა თვალში და დაფარა თვალის ზედაპირი. დახუჭეთ თვალ(ები) რამოდენიმე წამით. ეს ხელს შეუშლის ტორნაზა დექსის თვალის მალამოს გავცელებას ორგანიზმის სხვა ნაწილებში.

თუ გესაჭიროებათ ტორნაზა დექსის თვალის მალამოს გამოყენება ორივე თვალში,  ეს პროცედურა უნდა გაიმეოროთ მეორე თვალშიც, მაგრამ პროცედურის დაწყებამდე დაიბანეთ ხელები. ეს ხელს შეუშლის ერთი თვალიდან მეორე თვალში ინფექციის გადატანას.

10. გამოყენების შემდეგ დროულად დაახურეთ ტუბს თავი მჭიდროდ.

11. გამოიყენეთ მხოლოდ ერთიდაიგივე ტუბი.

თუ ააცილეთ მალამო თვალს, ხელმეორედ უნდა სცადოთ.

ჭარბი დოზირება

ზედოზირების შემთხვევაში უნდა გამოიბანოთ თვალ(ებ)ი თბილი წყლით.

აღნიშნული პროდუქტის შესახებ დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

გვერდითი ეფექტები

ნებისმიერი მედიკამენტის მსგავსად ტორნაზა დექსის თვალის მალამომაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ნებისმიერ პაციენტში.

სამკურნალო საშუალების გამოყენება უნდა შეწყვიტოთ  და მიმართოთ ექიმს, თუ შენიშნავთ შემდეგ გვერდით ეფექტებს:

  • ქავილიანი გამონაყარი ან ჭინჭრის ციება;
  • სახის, ტუჩების, ენის ან სხეულის სხვა ნაწილების შეშუპება;
  • სუნთქვის გახშირება/ხიხინი;
  • კანის რთული რეაქციები, როგორიცაა აქერცვა, რასაც შესაძლოა ახლდეს ყელის ტკივილი, ცხელება ან თავის ტკივილები.

ტობრამიცინის და დექსამეტაზონის თვალში გამოყენებისას აღინიშნა შემდეგი გვერდითი ეფექტები:

არახშირი გვერდითი ეფექტები (ვლინდება 100 პაციენტიდან 1-მდე)

თვალის დარღვევები: თვალშიდა წნევის გაზრდა, თვალის გაღიზიანება, თვალის ტკივილი, თვალის ქავილი, წყლიანი თვალები, თვალის დისკომფორტი.

ზოგადი გვერდითი ეფექტები: თავის ტკივილი, სურდო, ყელში მოჭერის შეგრძნება.

იშვიათი გვერდითი ეფექტები (ვლინდება 1,000 პაციენტიდან 1-მდე)

თვალის დარღვევები: თვალის ზედაპირის ანთება, მხედველობის დაბინდვა, თვალის სიმშრალე, თვალის სიწითლე, თვალის ალერგია.

ზოგადი გვერდითი ეფექტები: ცუდი გემო.

უცნობია გამოვლენის სიხშირე (არსებული მონაცემების მიხედვით შეუძლებელია სიხშირის დადგენა)

თვალის დარღვევები: თვალის გუგის გაფართოება, ქუთუთოების სიწითლე,  ქუთუთოების შეშუპება, ჭარბი ცრემლდენა.

ზოგადი გვერდითი ეფექტები: თავბრუსხვევა, ღებინება, მუცლის დისკომფორტი, გამონაყარი, სახის შეშუპება, ქავილი, კანის რთული რეაქციები (მრავალფორმიანი ერითემა), ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა).

ჰორმონალური დარღვევები: სხეულზე თმის ჭარბი ზრდა (ძირითადად ქალებში), კუნთების სისუსტე და განლევა, სხეულზე წითელი გამონაყარი, სისხლის წნევის გაზრდა, არარეგულარული ან გამოტოვებული მენსტრუაცია, სხეულში ცილების ან კალიუმის დონის ცვლილებები, ზრდის შენელება ბავშვებში და მოზარდებში და სხეულის და სახის შეშუპება ან წონის მატება (კუშინგის სინდრომი).

თუ გამოიყენება ტორნაზა დექსი 24 დღეზე მეტი ხნის მანძილზე, შესაძლოა აღინიშნოს ინფექციის ხელახალი გამოვლენა ან განკურნების დაგვიანება.

გვერდითი ეფექტების შეტყობინება

თუ შენიშნავთ ნებისმიერ გვერდით ეფექტს, უნდა მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ისეთ გვერდით ეფექტებს, რომლებიც არ არის აღწერილი ზემოთ. გვერდითი ეფექტების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ ასევე მიაწოდოთ მისამართზე:

Bulgarian Drug Agency

8 ‘‘Damyan Gruev‘‘ Str. 

1303 სოფია

ტელ.: +395 28903417

ვებ-გვერდი: www.bda.bg.

გვერდითი ეფექტების შეტყობინებით თქვენ ხელს შეუწყობთ მედიკამენტის უსაფრთხო გამოყენების შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვებას.

შენახვის პირობები

შეინახეთ ეს მედიკამენტი ბავშვებისაგან მიუწვდომელ და შეუმჩნეველ ადგილას.

ინახება არაუმეტეს 25°C  ტემპერატურაზე.

კონტეინერის პირველადი გახსნის შემდეგ სამედიცინო პროდუქტის ვარგისობა შეადგენს 28 დღეს.

არ გაყინოთ.

შეინახეთ მჭიდროდ დახურულ კონტეინერში.

ვარგისობის ვადა

არ გამოიყენოთ პრეპარატი შეფუთვის კოლოფზე აღნიშნული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისობის ვადა ვრცელდება აღნიშნული თვის ბოლო დღემდე.

არ გადააგდოთ ნებისმიერი სამედიცინო პროდუქტი კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. ჰკითხეთ ფარმაცევტს მისი უტილიზაციის შესახებ. ეს ღონისძიებები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

გარეგნული სახე და შეფუთვის შემადგენლობა

ტორნაზა დექსის თვალის მალამო თეთრიდან ღია ყვითელი ფერის ჰომოგენური კონსისტენციის მალამოა. პროდუქტი მოთავსებულია ლაქირებულ ალუმინის ტუბში, აღჭურვილია კანულით, დახურულია პლასტმასის ხრახნიანი თავსახურით.

ყოველი შეფუთვა შეიცავს 5 გ ტუბს გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად და მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

სავაჭრო ნებართვის მფლობელი

მედექსპორტ ლლც,

№ 264 ომარ ხიზანიშვილის ქ.,

გლდანის რაიონი, 0167, საქართველო.

მწარმოებელი

ბალკანფარმა- რაზგრად ად

68 ,,აპრილსკო ვასტანიე‘‘ ბლვდ.

7200 რაზგრად, ბულგარეთი.

ამ სამედიცინო პროდუქტის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ სავაჭრო ნებართვის მფლობელის ადგილობრივ წარმომადგენლობას:

სავაჭრო ნებართვის მფლობელი

ანტიბიოტიკ-რაზგრად ად

მედექსპორტ ლლც,

№ 264 ომარ ხიზანიშვილის ქ.,

გლდანის რაიონი, 0167, საქართველო.